მიმდინარე წელს ჯუმი-ოფაჩხაფუ-ახალსოფელის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იგეგმება

0

მიმდინარე წელს, ჯუმი-ოფაჩხაფუ-ახალსოფელის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იგეგმება. მოსაწყობი გზის სიგრძე 2500 მეტრს, ხოლო სიგანე 5 მეტრს შეადგენს. აღნიშნული გზა ჯუმი-ოფაჩხაფუ-ახალსოფელის ადმინისტრაციულ ერთეულებს აკავშირებს და ავარიული მდგომარეობის გამო გადაადგილების პრობლემას ქმნის.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. ოფაჩხაფუში ბეტონის საფარიანი გზა მოეწყობა.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სხვა ახალი ამბები: