მიმდინარე წელს ზუგდიდის გამგეობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 27 სახლს ააშენებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე სოციალურად დაუცველი 23 ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. დამატებით კიდევ 2 სახლი აშენდება, რომელსაც წლის ბოლომდე კიდევ 2 სახლი დაემატება.

აღნიშნული გადაწყვეტილება “უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ” დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. დამატებით 2 სახლის მშენებლობა გამოცხადებული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის ხარჯზე მოხდა. საერთო ჯამში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის გამგეობა 27 სახლს ააშენებს.

ასევე, ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში დამატებით კიდევ ერთი ოჯახი ჩაერთვება. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გამგეობის ექსკლუზიური პროექტია, რომელიც 2015 წელს დაიწყო და მიმნდინარე წელსაც გრძელდება. პრიორიტეტული ოჯახები ანკეტირების შედეგების შეჯამებული ქულების მიხედვით გამოვლინდა.

სხვა ახალი ამბები: