მიმდინარე წელს ზუგდიდის ორ სოფელში, ცაცხვსა და ტყაიაში გაზიფიცირება იგეგმება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, მოადგილეებთან , საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა და მათგან პროექტების მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიიღო.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა გამგებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში ახალაბასთუმანის, ოირემეს, ინგირის, კახათის, ახალკახათისა და ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა საუბნო გზების მოხრეშვითი სამუშაოები განხორციელდება. თათბირზე ლაშა გოგიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ცაცხვსა და ტყაიაში გაზიფიცირება იგეგმება.

მამუკა წოწერიას ინფორმაციით, აზიურ ფრთოსანთან დაკავშირებით დაწყებულია მონიტორინგის სისტემების მონტაჟი, რაც ითვალისწინებს სოფლებში თხილნარის ფართობებზე მავნებლის დამჭერი ხაფანგების (ფერომონები) მონტაჟს, სადაც დაფიქსირდება აზიური ფრთოსანი ნიმფების არსებობა და რაოდენობა, რის მიხედვითაც განისაზღვრება შეწამვლითი სამუშაოების აუცილებლობა და პერიოდი. მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის სამუშაოებისთვის 13 მილიონი ლარი გამოყო.

პროექტის განხორციელებაში ქართველ სპეციალისტებს წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგები ეხმარებიან. აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. პოლიფაგი მავნებელი აზიანებს თხილსა და 100-ზე მეტი სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

სხვა ახალი ამბები: