მიქავას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციული ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო გზის (6.1) კმ-ზე რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, რომლის ოდენობა შეადგენს 2 386 378 ლარს .

სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ წალენჯიხის საგზაო სამმართველო“. მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი.

სხვა ახალი ამბები: