მმართველი პარტიის კანდიდატებმა სოფელ ჭითაწყარის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

0

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია და ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი (დაჩი) ბერაია ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში “ონარიის” უბანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე კანდიდატებთან ერთად იმყოფებობა ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაიას ,პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და ქართული ოცნების პროპორციული სიის ათეულში წარდგენილი თამარ ხულორდავა.

კანდიდატებმა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა სოფელში განხორციელებულ პროექტებზე და იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომლიც სოფელ ჭითაწყარში უნდა განხორციელდეს.

ადგილობრივებმა მადლობა გადაუხადეს ყოფილ გამგებელს და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ედიშერ თოლორაიას მისი გამგებლობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე, წარმატებები უსურვეს დეპუტატობის კანდიდატს და ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატ ლაშა გოგიას.

სხვა ახალი ამბები: