მმართველმა გუნდმა ფოთის მერობის კანდიდატად გოჩა კურდღელია წარადგინა

0

გოჩა კურდღელია 1965 წლის 24 ივლისს ქალაქ ფოთში დაიბადა. 1980-1983 წლებში სწავლობდა ქალაქ სენაკის N139 პროფესიულ სასწავლებელში, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა; 1990 წელს  დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით;

1990-1992 წლებში მუშაობდა ქალაქ სენაკის N66 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში ჯერ ოსტატად, შემდეგ ბუღალტრული აღრიცხვის პედაგოგად;

1992-1997 წლებში კი ქალაქ ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში ჯერ ტექნიკოსად (1992-1994 წწ.), შემდეგ სატვირთო განყოფილების უფროსად (1994-1997წწ.).

1997-2011 წლებში იყო შპს „დოკტრანსშიპმენტ ფოთის“ დირექტორი;

2005-2011 წლებში ეკავა შპს „პრომეტკო ჯორჯიასა“ და შპს „ჯეესკოს“ დირექტორის თანამდებობები. იმავდროულად იყო შპს „პრომეტკო ჯორჯიას“, შპს „ჯეესკოს“, შპს „მეტალექსისა“ და შპს „მეტალექს-ტრანსის“ დამფუძნებელი;

2006-2010 წლებში იყო ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრი;

2012  წლიდან დღემდე  „კავკასუს მეტალს“ ტერმინალის დირექტორია, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა; ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს; ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

სხვა ახალი ამბები: