მოდის თუ არა დათო შენგელია პოლიტიკაში? – ზუგდიდში საზოგადოებრივი მოძრაობა ფუძნდება (ვიდეო)

0

ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აფხაზეთიდან დევნილებმა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ” აფხაზეთის” დაფუძნება დაანონსეს. მათი თქმით, მოძრაობაში დევნილებთან ერთად ყველა ის პირი იქნება გაერთიანებული, ვინც იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებითა და საჭიროებებით დაინტერესდება.

ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა დათო შენგელია მოძრაობის წევრი, გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ მოძრაობის ლიდერობის ან წევრობის პრეტენზია “ტყის ძმების” ყოფილ მეთაურს არ აქვს, თუმცამოძრაობის წევრები ჟურნალისტების მიერ დასმუილ კითხვებზე ცალსახად პასუხობენ, რომ შენგელიაც სხვებთან ერთად აუცილებლად ჩაერთვება “აფხაზეთის” საქმიანობაში.

სხვა ახალი ამბები: