მოსაშვილის ქუჩაზე ღია და დახურული ტიპის სანიაღვრე მოეწყობა

0

ზუგდიდში, მოსაშვილის ქუჩაზე, ღია და დახურული ტიპის სანიაღვრე წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა- მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.

პროექტი ითვალისწინებს არსებული რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების დემონტაჟს და დახურული სანიაღვრე სისტემის მოწყობას პლასტმას-გოფრირებული მილებით, რომელიც დაუერთდება მოსაშვილის ქუჩის ბოლოს არსებულ ღელეს. დახურული სანიაღვრე სისტემის მოწყობის შემდეგ კი მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები. მოხდება მირცხულავასა და მოსაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული ლითონის მილის დემონტაჟი.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 138 598 ლარია.