მოსწავლეთა მეორე ნაკადი, ურეკიდან ზუგდიდში დღეს დაბრუნდა

0

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების პროექტის ფარგლებში, ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები ურეკში, საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.

დღის მანძილზე მოსწავლეებმა გაიარეს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები, ჩაერთვნენ კულტურულ, სპორტულ ღონისძიბებში და ინტელექტუალურ თამაშებში.

მოსწავლეთა მეორე ნაკადი ზუგდიდში დღეს დაბრუნდა და მათ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი გოგოხია მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დახვდა.

სხვა ახალი ამბები: