მოტო სანახაობა ზუგდიდის ქუჩებში (ფოტო)

0

დღეს, მოტო მოყვარულთა შეჯიბრის დაწყებამდე მოტო მრბოლელებმა ზუგდიდის მთავარ ქუჩებში მოტო სანახაობა მოაწყვეს. სანახაობის დასრულების შემდეგ  მოტო მრბოლელებმა, ინგირის აეროპრტის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც მოტო შეჯიბრი და „დრიფტ შოუ“ გაიმართა.

შეჯიბრში 4 სხვადასხვა  კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებიც სპეციალური თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. დღევანდელი დაჯილდოების შემდეგ ავტო-მოტო მოყვარულთა ორდღიანი შოუ დასრულდა.

რეგიონში, ორდღიანი ავტო-მოტო შეჯიბრი „Western Drivers Club სამეგრელოს“ ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ჩატარდა.

სხვა ახალი ამბები: