მოუწესრიგებელი საპირფარეშოები სკოლის დირექტორებს შეიწირავს

0

დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა, – ამის შესახებ  განათლების მინისტრმა ჟურნალისტებს სანიტარულ ნორმებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, მან  ეს  საკითხი გუშინ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა. ჯეჯელევას განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ ბევრგან აუთვისებელი ბიუჯეტის პირობებში საპირფარეშო მისახედია და კარი არ აქვს.

”ჩვენ დირექტორებს ვუთხარით, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა იქნება, მათ შორის ბიუჯეტის კუთხით. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ბევრგან აუთვისებელი ბიუჯეტი გვაქვს და საპირფარეშო არ არის მიხედილი, კარი არ აქვს საპირფარეშოს. აბსოლუტურად ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ეს არის დაუშვებელი. მგონი, ეს უფრო უყურადღებობის ამბავია. ეს ისეთი საკითხია, ბავშვი რომ ვერ შედის, ან არ შედის საპირფარეშოში, ამაზე ცუდი რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ძნელი წარმოსადგენია, ამიტომ აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ რადაც უნდა დაგვიჯდეს ეს საკითხი”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სხვა ახალი ამბები: