მოზარდის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ

0

არასრულწლოვნის მძევლად აყვანისთვის დაკავებულები, წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბავშვი არ გაუტაციათ, რადგან დედა სახლში არ იმყოფებოდა და მოვლის მიზნით წაიყვანეს.

რაც შეეხება თანხას, არასრულწლოვანის დედას ფინანსური დავალიანება მართლაც ჰქონდა. ოჯახის ახლობლების განცხადებით სწორედ ამიტომ წაიყვანეს ბავშვი ბრალდებულებმა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.