მსოფლიო ბრენდების მაღაზია Duty Free აფხაზეთში, ფსოუს საზღვარზე გაიხსნა

0

Duty Free, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცნობილი ბრენდების მრავალფეროვნებას, აფხაზეთ-რუსეთის საზღვართან, ფსოუს გამშვებ პუნქტთან ბრენდირებული მაღაზია გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური ონლაინ გამოცემები ავრცელებენ.  მაღაზია განლაგებულია საპასპორტო კონტროლის უკანა მხარეს და 24 საათის განმავლობაში ღიაა. მგზავრებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისყიდონ სხვადასხვა ბრენდის სუნამოები, კოსმეტიკა, ალკოჰოლური სასმელები, სიგარეტები და ტკბილეული.

Duty-Free -ში შესასვლელად აუცილებლად უნდა გქონდეთ პასპორტი და სამგზავრო ტალონი. ჩვეულებრივ, მსგავსი მაღაზიები იმ ქვეყნის ზონაში არიან განლაგებულნი, საიდანაც მიემგზავრებით.

ცნობისათვის, პირველად მსოფლიოში  Duty-Free -ის მაღაზია 1947 წელს ირლანდიაში გაიხსნა. ირალნდიელებმა პირველად მიიღეს კანონი, რომელიც აეროპორტში მდებარე, საპასპორტო კონტორლის ზონის მიღმა მდებარე მაღაზიებს, გადსახადებისგან ათავისუფლებდა. დღეს არც ერთი საერთაშორისო აეროპორტი არ არსებობს Duty-Free -ის მაღაზიის გარეშე.

სხვა ახალი ამბები: