მზადება ხელახალი არჩევნებისთვის და ექსცესების მოლოდინი ზუგდიდში (ვიდეო)

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ უბანზე – განმუხურის 38-ე, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება.

ზუგდიდის N66-67-ე მაჟორიტარული ოლქის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, საარჩევნო უბნები 22 ოქტომბრის არჩევნებისთვის, როგორც ტექნიკური ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სრულ მზადყოფნაშია.

მზადყოფნაში არიან, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ასევე “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბები. ორივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ერთმანეთისგან მოსალოდნელ პროვოკაციებს ექსცესებს ელოდებიან.

ცნობისათვის, 8 ოქტომბერს, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბანზე კენჭისყრის დასრულებისთანავე, საარჩევნო უბნის დარბევა მოხდა, რის გამოც, კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა, ხოლო განმუხურის 38-ე უბანზე გარკვეული დარღვევების გამო, სააოლქო საარჩევნო კომისიამ შედეგები გააბათილა.

სხვა ახალი ამბები: