ნაბადის უბანში სანიაღვრე არხის გაწმენდითი მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

0

ქალაქ ფოთში, ნაბადის უბანში სანიაღვრე არხის გაწმენდითი მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ელადას ქუჩაზე, 1430 მეტრი სიგრძის მთავარი არხი იწმინდება.
სამუშაოების ჩატარების შემდეგ გაიზრდება არხის გამტარიანობა, რაც აღმოფხვრის ქუჩის დატბორვის საშიშროებას.