“ნაციონალების” განცხადებებს ზუგდიდში “ქართული ოცნება” პასუხობს

0

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. დამენიას განცხადებით “ქართული ოცნება” არჩევნების გასაყალბებლად ე.წ სომხურ კარუსელებს იყენებს.

ლაშა დამენია თავის მხრივ ამტკიცებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს შესაბამისი მტკიცებულებებიც. ლაშა დამენია ასახელებს კონკრეტულ პირებსაც, მათ შორის “ტყის ძმების” მეთაურს დავით შენგელიას.

დამენიას განცხადებების პარალელურად საპასუხო განცხადება გაკეთდა “ქართული ოცნების” შტაბში.

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია, “ნაციონალების” მიერ გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულად მიიჩნევს. გვასალია აცხადებს,რომ აბსურდულ ბრალდებებზე ძნელია პასუხის გაცემა.

“მათ ის ელანდებათ, რასაც 9 წლის განმავლობაში თვითონ ჩადიოდნენ. ჩვენ არაფერი გაგვჭირვებია საიმისოდ, რომ კარუსელები მოვაწყოთ. მინდა გაცნობოთ, რომ ძალიან კარგად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და ხელოვნურად ძაბავენ. ჩვენ რამდენიმე საათში ვიზეიმებთ გამარჯვებას”- აცხადებს ლაშა გვასალია.