“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

0

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევა და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

პარტიის წევრების ნაწილი მიიჩნევდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შესულიყო და მონაწილეობა მიეღო მეორე ტურში, რათა არ მომხდარიყო პარტიის მარგინალიზაცია და თვითიზოლაცია, ასეცე, პატივი ეცათ იმ ნახევარი მილიონი ამომრჩევლისთვის, რომელმაც არჩევნებში აღნიშნულ პარტიას მხარდაჭერა გამოუცხადა. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ პარლამენტში შესვლით შეებრძოლებიან ერთპარტიულ დიქტატუტას.

ნაწილი კი მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა, რადგან მათი აზრით, ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის ნება. მათი თქმით, პარლამენტში შესვლით მოხდება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია.

სხვა ახალი ამბები: