“ნაციონალური მოძრაობის” ხობის ორგანიზაცია 18 ადამიანმა დატოვა

0

“ნაციონალური მოძრაობის” ხობის ორგანიზაცია დემონსტრაციულად 18-მა წევრმა დატოვა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო smo news-ს საკუთარმა წყარომ შეატყობინა. ამავე წყაროს ცნობით, “ნაციონალური მოძრაობის” ხობის ორგანიზაციაში ბოლო მონაცემებით სულ 21 წევრი ირიცხებოდა. ორგანიზაციაში ამ დროისთვის მხოლოდ 3 წევრიღა დარჩა.

“გიდასტურებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხობში თითქმის დაშლილია, რადგან იქ სულ 3 ადამიანიღა დარჩა. თვრამეტმა წევრმა დატოვა ორგანიზაცია, თუმცა გაურკვეველია ამ დრომდე თუ სად წავლენ და რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანდებიან”-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ხობის ორგანიზაციის ერთ-ერთი უკვე ყოფილი აქტივისტი, რომელმაც ორგანიზაცია დატოვა.

სხვა ახალი ამბები: