“ნაციონალური მოძრაობის” წევრები კიევში ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ

0

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ამსახველ ფოტოს პარტიის ის წევრები აქვეყნებენ სოციალურ ქსელში, რომლებიც “მიშას ბანაკ”-ში დარჩნენ.

ცნობისათვის, საპარლამენტო უმცირესობიდან “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩნენ ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. უმცირესობიდან ყველა დანარჩენმა “ნაციონალური მოძრაობის” სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად პარტია დატოვა.

ამ დრომდე უცნობი იყო დეპუტატ აზერ სულეიმანოვის პოზიცია, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის “ნაციონალურ მოძრაობაში” რჩება. აზერ სულეიმანოვის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე პარტია “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებს.

სხვა ახალი ამბები: