ნაგვაზაო-ხუნწის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის-ნაგვაზაოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, 3905 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა დამხმარე ნაგებობი ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემები, მილხიდები და სხვა. გზის ამ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. მოსახლეობას წელს პირველად ექნება შესაძლებლობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს.

მიმდინარე სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ნაგვაზაო – ხუნწის გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 831 381 ლარს შეადგენს.  ამ ეტაპზე დასაქმებულია -15 ადგილობრივი და 10 ერთეული ტექნიკა.

სხვა ახალი ამბები: