ნაჯახაოში გზის მშენებლობა მიმდინარეობს

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში წმ. ბარბარეს სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დაიგება 1 499 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი ასევე მოიცავს, ლითონის მილების მოწყობას მიერთებებზე და ეზოს შესასვლელებში.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად გაეცნო.

პროექტის ღირებულება 413 971 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს “არქეოპოლისი“ ასრულებს, ამ ეტაპზე დასაქმებულია 40 ადგილობრივი.

გზის მშენებლობა მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.

ნაჯახაოში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.