ნაკიფუს მოსახლეობა წალენჯიხის გამგეობასთან აქციას მართავს

0

“გზის გარეშე არა არჩევნებს”, ჩვენ ვითხოვთ გზას”, ამ მოთხოვნებით დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ წალენჯიხის გამგეობასთან მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუს მოსახლეობა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, სოფლის გზაზე სავალალო მდგომარეობაა და იქ მოძრაობა სასწრაფო დახმარების ავტომანქანებსაც უჭირსმ რის გამოც იქმნება საშიში სიტუაციები.

“წლებია გზის მშენებლობას ვითხოვთ. უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ სასწრაფო  დახმარებასაც ვერ ვიძახებთ საჭირო მომენტებში, რადგან აზრი არ აქვს. ისინი მაინც ვერ მოვლენ დანიშნულების ადგილზე, რადგან ჩვენს სოფელში გზა ფაქტიურად არ არსებობს”-აცხადებენ ნაკიფუელები.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით აღნიშნულ სოფელში გზიის მშენებლობა გეგმის მიხედვით 2017 წლის იანვარშია დაგეგმილი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გზა ნაკიფუში დაგეგმილზე ადრე გაკეთდეს.

სხვა ახალი ამბები: