ნანკა კალატოზიშვილი -კუპ­რა­ვა, შენ გამო არც არა­ვინ გა­მო­სუ­ლა გა­რეთ და და­ახ­ვიე ამ აქ­ცი­ი­დან

0

მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ასა და ზვიად კუპრავას აქტიურ  გამოსვლებს ფე­ის­ბუქ­ზე ეხ­მა­უ­რე­ბა:

“მოკ­ლედ, ეს კუპ­რა­ვა სა­ერ­თოდ არ მახ­სოვ­და ვინ იყო, არც სა­ხე­ზე, არც გვა­რით. აქ­ცი­ა­ზე მი­ვე­დი და ვი­ცო­დი რა­ტომ მი­ვე­დი. იქ გა­ვი­გე ხალ­ხის აღ­შფო­თე­ბა ამ კუპ­რა­ვა­ზე და მი­ზე­ზი ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, მერე უკვე ბევ­რი სხვა რა­მეც გაგ­ვახ­სენ­და ყვე­ლას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­და­პირ ვბრაზ­დე­ბო­დით ამ აქ­ცი­ის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რის მი­ცე­მის­თვის, მა­ინც ვი­დე­ქით, არ ვღა­ლა­ტობ­დით იმ მთა­ვარ იდე­ას, რის გა­მოც უმე­ტე­სო­ბა შე­ვიკ­რი­ბეთ. ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა სხვა აქ­ცი­ა­ზე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, კი­დევ და არა­ერ­თხელ გა­ვალთ.

მოკ­ლედ, დღეს ვუს­მენ ამ კუპ­რა­ვას, რომ მისი და სა­რა­ლი­ძის პო­ზი­ცი­ე­ბი გა­ი­ყო და ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლი აღარ არი­სო. ჰოდა, კუპ­რა­ვა, შენ გამო არც არა­ვინ გა­მო­სუ­ლა გა­რეთ და და­ახ­ვიე ამ აქ­ცი­ი­დან, ისე­დაც ყვე­ლას გვა­ღი­ზი­ა­ნებ ამ­დე­ნი დღეა!!!

სა­რა­ლი­ძეს თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი უშე­ნოდ ბევ­რად მეტი ეყო­ლე­ბა, თან რე­ა­ლუ­რი და ნამ­დვი­ლი ემო­ცი­ით! ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ ითხო­ვენ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას. ჩვენ გვინ­და ადეკ­ვა­ტუ­რი სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც ევა­ლე­ბა, რომ გემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს და არ იმე­ო­რებ­დეს წი­ნა­მორ­ბე­დის შეც­დო­მებს!!!” – წერს მსა­ხი­ო­ბი სოციალურ ქსელში.