ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩაცმის სტილით ნუნუკა თამაზაშვილს მიბაძა?

0

mibadzvaსამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის სახემ ნანუკა ჟორჟოლიანმა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს ნუნუკა თამაზაშვილს ჩაცმის სტილში მიბაძა. ნანუკა ჟორჟოლიანი ზუსტად ისეთი სამოსით გამოცხადდა “ნიჭიერში”, როგორც ნუნუკა თამაზაშვილი საშობაო მიღებისას “ქორტიარდ მარიოტში”.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ჩაცმულობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების საახალწლო მიღებაზე ნუნუკა თამაზაშვილის ჩაცმულობა ბევრს მოეწონა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც დაუფარავად აკრიტიკებდა.