ნარაზენის ტაძარში პეჩერის ლავრიდან 80 წმინდა მამის ნაწილი ჩამოაბრძანეს

0

ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნარაზენის ხარების სახელობის ტაძარში, კიევ-პეჩერის ლავრიდან 80 წმინდა მამის ნაწილი ჩამოაბრძანეს.

ხარების ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა, რომელსაც მოსახლეობასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.