ნარკოტიკული ნივთიერების ტოქსიკური ეფექტით ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

0

დაუზუსტებელი ნარკოტიკული ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 40 წუთის წინ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. როგორც რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა ნიკა ჭეჟიამ SMO NEWS-ს განუცხადა, პაციენტი საავადმყოფოში გამთენიისას შემოიყვანეს.

22 წლის ნ.თ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM FEST-ზე რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა. მან სავარაუდოდ, ჯერჯერობით დაუდგენელი ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული დოზა მიიღო, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ნ.თ-ს რამდენიმე წუთში თბილისში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ. უწყებაში სხვა დეტალებზე განმარტებას არ აკეთებენ. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სხვა ახალი ამბები: