NATO-მ “ალიანსის მზადყოფნის გაზრდის მოქმედებათა გეგმა“ მიიღო

0

Rasmussen-PressConferenceნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსმა „მზადყოფნის გაზრდის მოქმედებათა გეგმა“ მიიღო. მისივე განმარტებით, ნატო–ს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში სპეციალური „მოწინავე ჯგუფი“ შეიქმნება, რომლის მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში გადასროლა ორ დღეში იქნება შესაძლებელი.

ახალი ძალების შტაბი – პოლონეთში, მოწინავე შენაერთები კი აღმოსავლეთ ევროპაში განლაგდებიან. რასმუსენის თქმით, ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთსა და რუმინეთს სურთ, რომ „მოწინავე ჯგუფის“ ბაზები მათ ტერიტორიაზე განლაგდნენ, თუმცა ალიანსს შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია.

როგორც ნატო–ს გენმდივანმა დააზუსტა, ახალი სტრუქტურის ოპერატიული ამოქმედებისთვის ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში საშტაბო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას გააფართოვებს და ამასთანავე, „მოულოდნელი სწავლებების რეგულარული ჩატარების“ პრაქტიკას განაახლებს. მისივე თქმით, „უელსის სამიტზე მიღებული ზომები დაარწმუნებს პოტენციურ აგრესორს, რომ ნატო საკუთარი წევრების დასაცავად მზად არის“.

როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, 2015 წლამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ახალი წევრის – მონტენეგროს ალიანსში მიღების საკითხსაც  გადაწყვეტს. ცნობისთვის: მორიგი სამიტი 2016 წელს პოლონეთში გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: