NATO-ს კვირეული დღეიდან რეგიონებში გადაინაცვლებს

0
natos-kvireuliNATO-ს  კვირეული დღეიდან რეგიონებში გადაინაცვლებს. კვირეულის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება, რომელშიც ნატო–ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ევროინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის აზრით, აპატურაისა და ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას ხელს შეუწყობს.
„ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა სასწავლებლებში გაიმართება შეხვედრები სტუდენტებთან, ლექტორებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. ნატო–ს კვირეული არის განსხვავებული. ეს შეხვედრები წვლილს შეიტანს საქართველოს ევროინტეგრაციაში”– განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
NATO-ს კვირეული თბილისში გუშინ გაიხსნა.  წელს ეს აღნიშნული კვირეული საქართველოში უკვე მეექვსედ იმართება.

 

სხვა ახალი ამბები: