NATO-ს კვირეულის ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

0
421234_320318104768050_1128087654_nსახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით დონდუა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ნატო–საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივა იყო.
მცირე შესავლის შემდეგ სტუმრებმა დამსწრეთა კითხვებსაც უპასუხეს. ნატოს კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესასხებ საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს გამართავს. სამეგრელოს შემდეგ ნატოს დღეებს აჭარასა და იმერეთშიც აღნიშნავენ.
ნატოს კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება. კვირეულის მხარდამჭერები ასევე არიან რუმინეთის საელჩო საქართველოში (ნატოს საკონტაქტო საელჩო) და ნატოს სამეკავშრეო ოფისი.
ნატოს კვირეული 10 ივნისს „ნატოს ახალგაზრდული სამიტით“ დაიხურება.

სხვა ახალი ამბები: