ნატოს დღეები 2018-ის ფარგლებში სენაკში ღონისძიება გაიმართა

0

ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მე-2 საჯარო სკოლაში, ნატოს დღეები 2018-ის ფარგლებში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება – ,,ნატო და საქართველო’’ გაიმართა. ღონისძიებას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში როსარია პუგლისი, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის ატაშეს ოფისის წარმომადგენელი ალექსანდერ პრაისი, საქართველოს პარლამენტის წევრები: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი , თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ბექა ოდიშარია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პილიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი შაიშმელაშვილი, ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში ლელა გოგინავა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ იქნა კონკურსში გამარჯვებული 3 ესე, რომელშიც ასახული იყო ინტეგრირების მოსალოდნელ შედეგებზე მათი დამოკიდებულებები და მოლოდინები. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ევროკავშირთან და ნატოს ალიანსთან საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს როსარია პუგლისმა, ალექსანდერ პრაისმა, ირაკლი სესიაშვილმა, ირაკლი ბერაიამ, ბექა ოდიშარიამ, გიორგი შაიშმელაშვილმა და ლელა გოგინავამ. ნატოს კვირეულს მიეძღვნა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა: ,,ნატო და საქართველო’’. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მიმდინარეობდა აქტივობები ახალგაზრდების მონაწილეობით.

ნატოს დღეები საქართველოში ქვეყნის მასშტაბით სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება. კვირეული 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდასა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მოქალაქეების მხარდაჭერის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.