ნატოს დღეების ფარგლებში წალენჯიხაში შეხვედრა გაიმართა

0

დღეს, 20 აპრილს, ნატოს დღეების ფარგლებში, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში, სსიპ. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან.

შეხვედრა გამართა მოწვეულმა ექსპერტმა , საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე- გიორგი გოგუაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელმა კრისტიან კოკვიკიმ. შეხვედრის თემა იყო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები. შეგახსენებთ, რომ ნატოს დღეები საქართველოში სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

2018 წლის აპრილში ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.