ნაზი ალასანია – “ლალი ანთია მთელმა ქვეყანამ იცის ვინც არის, მაგრამ მე მისთვის თანხა არ მიმიცია”

0

“ლალი ანთია მთელმა ქვეყანამ იცის ვინც არის, მაგრამ მე მისთვის არანაირი თანხა არ მიმიცია”-აცხადებს smo news-თან სატელეფონო საუბარში ბიზნესმენი ნაზი ალასანია. ალასანია საინფორმაციო სააგენტო smo news-ს იმ სკანდალური ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ დაუკავშირდა, რომელიც ბიზნესმენისა და ე.წ “არასამთავრობო ორგანიზაციის” ლიდერის ურთიერთობას ეხებოდა.

“მე არ ვიცი თქვენ ვინ მოგცათ ინტერვიუ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ლალი ანთიასთვის მე არანაირი თანხა არ მიმიცია. ჩემთვის ჩირქის მოცხების ტოლფასია ამ ქალთან ერთად ხსენება. ქვეყანამ იცის ლალი ანთია ვინც არის. გთხოვთ გამოაქვეყნოთ ჩემი კომენტარიც”-აცხადებს ნაზი ალასანია, რომელიც smo news-ს რამდენიმე საათის წინ თავად დაუკავშირდა.

ცნობისათვის, საინფორმაციო სააგენტო smo news-მა საკუთარ მკითხველს ექსკლუზიური ინტერვიუ შესთავაზა ლალი ანთიასთან წარსულში დაახლოებულ პირთან. მისი განცხადებით ანთიამ სხვა ბიზნესმენებთან ერთად გარკვეული ოდენობის თანხა ნაზი ალასანიასაც გამოსძალა.

“ნაზი ალასანიასთან მივიდა ქალბატონი ანთია და უთხრა, რომ თითქოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს ჰქონდა სისხლიის გათეთრება და საჭიროებდა სასწრაფო სამედიცინო ჩარევასა და მკურნალობას საზღვარგარეთ. ალასანიას მან ასეთი მოტყუებით 10.000 დოლარი გამოართვა”-აცხადებს კონფიდენციალური წყარო და იქვე დასძენს:

“ენდობოდნენ რადგან იცნობდნენ და პლუს, ისიც იცოდნენ, რომ მას მართლაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა მაჭავარიანთან. ეჭვი მაშინ ამაში არც არავის ეპარებოდა. აქ ერთი რამ არის აღშანიშნავი, რომ ანთია  ბიზნესმენ ნაზი ალასანიას ამ დახმარების სანაცვლოდ დისშვილის, ედუარდ შენგელიას დასაქმებასაც დაპირდა.  თავიდან ანთია ნაზი ალასანიას დიშვილის დასაქმებას რუსეტში, საქართველოს კონსულად ჰპირდებოდა, თავად ბიზნესმენ ქალბატონს კი ფოთის მაჟორიტარობას. არსებობენ პიროვნებები, რომლებმაც იციან ეს ისტორიები ზედმიწევნით და ეს არ არის მოგონილი იაგავ-არაკები. ამჟამად ედუარდ შენგელია შსს-ში, პროტოკოლის სამსახურშია დასაქმებული”-ნათქვამია smo news-ზე გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

სხვა ახალი ამბები: