NDI: “გამოკითხულთა 47 % მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს”

0
1431334104ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-სა და „CRRC–საქართველოს“ მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს.ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 36 პროცენტი ფიქრობს, რომ საფრთხე არსებობს, თუმცა ის გაზვიადებულია, ხოლო 12 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირი საფრთხე არ არის.

ამასთან, რესპოდენტების 30 პროცენტი ფიქრობს, რომ რუსეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს საქართველოზე. 50 პროცენტს მიაჩნია, რომ მას აქვს გარკვეული გავლენა ქვეყანაზე, 11 პროცენტი კი თვლის, რომ რუსეთს საერთოდ არ აქვს გავლენა საქართველოზე. იმ 80 პროცენტიდან, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთს აქვს გავლენა საქართველოზე, 12 პროცენტი ამბობს, რომ ეს გავლენა არის დადებითი, ხოლო 76 პროცენტი ამბობს, რომ ეს არის უარყოფითი.

გარდა ამისა, კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია, რომ უახლოეს ორ წელიწადში საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზარდოს – 55 პროცენტი ამბობს, რომ მოსალოდნელია, ხოლო 16 პროცენტი თვლის, რომ რუსეთის გავლენის გაზრდა არ არის მოსალოდნელი.

კვლევის – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ საველე სამუშაოები 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა.

საქართველოს მასშტაბით 4 360 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს წესით, წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (სიდა) დაფინანსებით ჩატარდა.

სხვა ახალი ამბები: