NDI: ზუგდიდის ტელეკომპანია „ოდიშს“ გამოკითხულთა 53 პროცენტი უყურებს

0

295338_131900303644827_587390942_nქვეყნის მასშტაბით ძირეულ საკითხთაგან გამოკითხულთა უმრავლესობამ უმუშევრობა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, ადგილობრივ პრობლემებს შორის კი გაზმომარაგება, კანალიზაცია და გზები დაასახელა. როგორც შეხვედრაზე ლუის ნავარომ განაცხადა, კვლევის შედეგად გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა ან შემცირდა. რესპოდენტები ასევე გაზრდილად მიიჩნევენ ქვეყანაში კრიმინალის დონეს.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, საქართველოს მასშტაბით 3% ფიქრობს, რომ რუსეთი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ის გაზვიადებულია. ზუგდიდსა და ფოთში კი პირიქით, აცხადებენ, რომ საფრთხე რეალურად არსებობს.NDI-ის თქმით, ორივე ქალაქში ფიქრობენ, რომ დემოკრატიული განვითარებისთვის უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა მოქალაქეებისთვის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე სექსუალური უმცირესობების საკითხი.

ამავე კვლევის მიხედვით, ეროვნულ-დემოკრატიული  ინსტიტუტის ხელმძღვანელის განმარტებით,  ადგილობრივ ტელეკომპანია „ოდიშს“ ფოთში მოქმედი „მეცხრე ტალღისგან“ განსხვავებით გაცილებით მეტი მაყურებელი ჰყავს, ამასთან უფრო მაღალია მის მიმართ მოსახლეობის ნდობის ხარისხიც .

ტელეკომპანია „ოდიშს“ გამოკითხულთა 53 % უყურებს. 47% კი ენდობა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის პრეზენტაცია  24 სექტემბერს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. ამ საანგარიშო მონაკვეთში პირისპირ ინტერვიუს პრინციპით ქვეყნის მასშტაბით სულ 3 838 მოქალაქე გამოიკითხა.

სხვა ახალი ამბები: