NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა ძლიერ ოპოზოციურ ძალად ”ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს

0

Nacmozraobaგამოკითხულთა უმეტესობა საქართველოში ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს.

ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივ კვლევაში არის ნათქვამი, რომლის შედეგებიც მედიას ამავე ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ლუის ნავარომ გააცნო.

კვლევის თანახმად, ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ქვეყანაში ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა 42 პროცენტი მიიჩნევს. 8 პროცენტის აზრით, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო, 5 პროცენტის აზრით კი _ ლეიბორისტული პარტია. 5 პროცენტი მიიჩნევს, რომ ასეთი სხვა პარტიებია.

ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად არცერთი პარტია არ მიაჩნია 24 პროცენტს, 11 პროცენტი აცხადებს, რომ ეს არ იცის.

ცნობისათვის: კვლევა მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ტარდებოდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წესით 3838 ქართულენოვანი მოსახლე გამოიკითხა.

სხვა ახალი ამბები: