NDI-ის კვლევებით პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

0

1185563_154753808063390_1023923760_nეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად ხვალ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს  მასში მონაწილეობას გამოკითხულთა  73 %  მიიღებდა.

მათი უმრავლესობა – 39 % ხმას ” ქართული ოცნების” კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს მისცემდა. კვლევის თანახმად მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობის”  კანდიდატი  დავით ბაქრაძე. მას 18% მხარდაჭერა აქვს.

“არ ვიცი” პასუხი 16% დააფიქსირა.

ნინო ბურჯანაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს გამოკითხულთა 7% უჭერს.

პასუხზე უარი კი 6% განაცხადა. გამოკითხულთა 4% არცერთ კანდიდატს არ აძლევს ხმას.

3-3%იანი მხარდაჭერა აქვთ შალვა ნათელაშვილს და გიორგი თარგამაძეს.

NDI-ს კვლევის მიხედვით სალომე ზურაბიშვილს 2% აძლევს ხმას, 1% კი კობა დავითაშვილს.

დანარჩენი კანდიდატების მაჩვენებელი  1% ნაკლებია.

 

სხვა ახალი ამბები: