NDI-ის კვლევებს კახა კალაძე ტენდენციურს უწოდებს

0

kaxikaladdze21_1ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე–პრემიერი კახა კალაძე NDI-ს კვლევებს ტენდენციურად აფასებს.

ამის შესახებ მან მორიგი კვლევის შედეგების იმ ნაწილის კომენტარებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ზოგიერთი მინისტრის საქმიანობისა და მოწონების მაჩვენებელი დაბალია, რიგ შემთხვევაში კი ამავე კვლევის გასული წლის შედეგებთან შედარებით, მნიშვნბელოვნადაა შემცირებული.

„ამ ორგანიცაიის მიერ ჩატარებული კვლევები ბოლო წლების განმავლობაში არაერხელ გახდა სპეკულაციის საგანი და თავად NDI–ს სერიოზული ჩრდილი მიაყენა, რაც ლუის ნავაროს „დამსახურებაა“. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი კვლევები იდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე. გვახსოვს, რომ NDI–ს მონაცემებით, ქართულ ოცნებას 12%–იანი რეიტინგი ჰქონდა, თუმცა არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 65% აიღო. ამიტომ მე დადებით შეფასებას ვერ მივცემ NDI–ს კვლევებს, რადგან ამ ორგანიზაციის საქართველოში მოღვაწეობა ბოლო წლების განმავლობაში, ცალსახად ჩანს, რომ ტენდენციურია“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, „ლუის ნავაროს მხოლოდ ახლა გაახსენდა მოსმენები საქართველოში, 9 წლის განმავლობაში კი საკითზე განცხადება არ გაუკეთებია“.

სხვა ახალი ამბები: