NDI-ის კვლევებში ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლიდერობენ

0

ndi_logo_01NDI-ს კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მოწონების მაჩვენებელი, წინა კვლევასთან შედარებით, 11 პროცენტით გაიზარდა და 56 პროცენტს შეადგენს.
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშილის მოწონების მაჩვენებელი უცვლელია და ისევ 69 პროცენტს შეადგენს. დავით უსუფაშვილი გამოკითხულთა 60 პროცენტს მოსწონს.
მოწონების რეიტინგში კვლავ პირველ ადილზეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. უწმინდესი გამოკითხულთა 94 პროცენტს მოსწონს.
კიდევ ერთი კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის მოწონების მაჩვენებელი გაიზარდა 21-დან 33 პროცენტამდე.
საქართველოს  პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენებელი 23-დან 26 პროცენტამდე გაიზარდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

სხვა ახალი ამბები: