NDI: “რესპონდენტთა 77%–ისთვის მისაღებია ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი”

0

NDIIII„ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის“ რესპონდენტთა 77%–ისთვის მისაღებია ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. გამოკითხულთა 72% ასევე საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას ემხრობა.

რაც შეეხება ნატო–ში გაწვრიანების მოლოდინებსა და პერსპექტივებს, გამოკითხულთა 14% მიიჩნევს, რომ საქართველო ალიანსში უახლოესი 4 წლის განმავლობაში შევა, 24%–ს მიაჩნია, რომ ეს 2018 წლის შემდეგ მოხდება, 21% მიიჩნევს, რომ ეს არასოდეს მოხდება, 40%–ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ამასთან, გამოკითხულთა 6% სრულად ეთანხმება აზრს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევრაზიის კავშირის წევრი, რომელიც დაფუძნებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, 10% კი ამ აზრს უბრალოდ ეთანხმება.

გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროინტეგრაციით.

რაც შეეხება  რუსეთთან ურთიერთობას, გამოკითხულთა 9% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებით ევროინტეგრაციის კურსის სანაცვლოდ.

NDI-ს კვლევა რამდენიმე ტალღად ჩატარდა. ბოლო საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. გამოიკითხა 4 ათასამდე რესპონდენტი.

კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულად მოსაუბრე მოსახლეობას შორის ჩატარდა. ცდომილება +–2.1%–ია.

სხვა ახალი ამბები: