NDI:- საქართველოს პრეზიდენტი გამოკითხულთა 51 %-ს არ მოსწონს

0

NDI-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში  მოსახლეობის ნდობას უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმსახურებს.

logo_ndiუწმინდესი და უნეტარესი გამოკითხულთა 92%-მა აირჩია. მეორე ადგილზეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ის საქართველოს მოსახლეობის  75%-ს მოსწონს. ეს პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის ნოემბრის კვლევის მაჩვენებელზე 5%-ით დაბალია.

მესამე ადგილზე გავიდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ხოლო რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იგი გამოკითხულთა 25%-ს მოსწონს, 51%-ს კი – არა.

ოპოზიციურ სპექტრში, ყველაზე მეტად მოსაწონი ფიგურა დავით ბაქრაძე აღმოჩნდა. მას გამოკითხულთა 48% უჭერს მხარს და ეს მაჩვენებელი 2012 წლის ნოემბერთან შედარებით 6%-ით მეტია. მეორე ადგილზე “ქრისტიან-დემოკრატი” გიორგი თარგამაძეა.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პერსონებს, მათი პირველი სამეულის რეიტინგი ასე გამოიყურება:

თინა ხიდაშელი 59%

ეკა ბესელია 53%

ზვიად ძიძიგური 52%

 

სხვა ახალი ამბები: