NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ზუგდიდში შეხვედრები გამართა

0

10271406_445070549002540_9020770055017742243_oორგანიზაცია “NDI” საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორტონი და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ირინა რეხვიაშვილი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოთხივე ფრაქციის თავმჯდომარეს, ფრაქციის წევრებს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საკრებულოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიღებას, საკრებულოს ფრაქციებთან მომავალი აქტივობებისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვას.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან.

სხვა ახალი ამბები: