NDI: შს მინისტრის საქმიანობას 43% საშუალოდ აფასებს

0

shinagan_sakmeta_ministriNDI-ის კვლევის მიხედვით, შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობას 43% საშუალოდ აფასებს. 15% კარგად, 9% – ცუდად, 2% ძალიან ცუდად, 1% ძალიან კარგად, 26%-მა არ იცის, პასუხზე უარი 4%-მა განაცხადა.

ამასთან, პოლიციის საქმიანობას 36% კარგად აფასებს, 4% – ძალიან კარგად 45% – საშუალოდ, 5% – ცუდად, 1% – ძალიან ცუდად, 7%-მა არ იცის, უარი პასუხზე 3%-მა განაცხადა.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კრისტინა ვილფორმა  “ქორთიარდ მარიოტში” გამართა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,338 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.

სხვა ახალი ამბები: