NDI-მა ზუგდიდის საკრებულოს წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა გააცნო

0

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას, საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელებსა და ქალ წევრებს ორგანიზაციის „ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ მიზნებსა და განსახორციელებელ სამოქმედო გეგმაზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე თანამშრომლობის პერსპექტივები და შესაძლებლობები განიხილეს.

პროგრამის მიზანია საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან ურთიერთობის პრაქტიკის გაუმჯობესება, ადგილობრივი კანონმდებლობის ირგვლივ შედეგიანი საჯარო დისკუსიების წარმართვა, აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკის ეფექტური ზედამხედველობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალი საკრებულოს წევრების გაზრდა.

NDI სულ 10 საკრებულოსთან, 23 ფრაქციასთან და 376 საკრებულოს წევრთან თანამშრომლობს.