“ნიჭიერის” ფინალისტი გიორგი ცისკაძე გამგებლის სტიპენდიანტი გახდა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, დღეს, ტელეპროექტ ,,ნიჭიერის’’ ფინალისტს, უნიჭიერეს ნორჩ მომღერალს გიორგი ცისკაძესა და გიორგის დედას სალომე ბერიშვილს შეხვდნენ. გამგებელმა გიორგის წარმატების მიღწევისათვის სტიპენდია გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ სტიპენდია მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით გასულ წელს დაარსდა. მისი მიზანია მოსწავლეების წახალისება და ზოგადად განათლების ხელშეწყობა. იგი გადაეცემა განსაკუთრებული ნიჭიერებით დაჯილდოებულ წარმატებულ მოზარდებს 100 ლარის ოდენობით ერთი წლით. გიორგი ცისკაძე მიმდინარე წელს გამგებლის პირველი სტიპენდიანტია.

სხვა ახალი ამბები: