“ნიკა აგინებდა ძმაო მელია და ყ…ს ეგ ეძახდა მიშას” – ზუგდიდის სააკრებულოს წევრი ნიკა მელიაზე

0

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს შემხედვარეს მიხარია, რომ მელიას თანაგუნდელი არ ვარ, კაცი რომელიც მიშას ოჯახზე აგინებდა, დღეს მისი პირველი მედროშეა. არაკაცურია მინიმუმ…”-ასეთი სახის პოსტს სოციალურ ქსელ facebook-ში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზვიად ჯგერენაია აქვეყნებს.

ჯგერენაია იმავე სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ გინებას ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მისამართით საკრებულოს წევრი ანა წითლიძეც შესწრებია, რომელსაც უკვირდა მელიას ამდაგვარი რეაქციები. ანა წითლიძე დღეს მელიას პოლიტსაბჭოს ახალი წევრია, რომელიც გაოცების სანაცვლოდ მას ტაშს უკრავდა.

“გინებით ერთი მელია ვიცი ცოცხალ-მკვდარს აგინებდა და წითლიძეც კი პირდაღებული უსმენდა ხოლმე. სხვა ვინ აგინებდა არ ვიცი ნამდვილად და არც მახსნდება”,-აცხადებს ჯგერენაია და იქვე დასძენს:

“ნიკა აგინებდა ძმაო მელია და ყ…ს ეგ ეძახდა, დავიგინები…

მიშა მოკვდავია ჩვენისთანა, არ ღირს მოკვდავის ასე გაფეტიშება, მიშაც ჩაივლის და გრიშაც…
არავინ არავისზე მეტია და ბრბოს აღტაცებები ჩვენივე ჩამორჩენილობის უტყუარი საბუთია”,-აცხადებს ზვიად ჯგერენაია სოციალურ ქსელში საჯარო გამოხმარებებზე.

შეგახსენებთ, რომ ისევე როგორც საქართველოში, ზოგადად სამეგრელოსა და ზუგდიდშიც “ნაციონალური მოძრაობა” ორად გაიყო. ორად გაყოფილ ბანაკებს შორის აღმოცნდა ზვიად ჯგერენაიაც, რომელიც თენგიზ გინავასთან ე.წ “ბოკერიას გუნდში” გადაბარგდა.

ანა წითლიძე კი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ახალარჩეული წევრია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუნდს წარმოადგენს. როგორც ცნობილი ხდება ანა წითლიძე ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტსაც უმიზნებს.

ამავე თანამდებობაზე პრეტენზიას ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარია და ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ალექსანდრე ქობალიაც გამოთქვამს. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებს შორის ზუგდიდში ახალაიებისა და ქარდავების კლანის წარმომადგენლებიც რჩებიან.

სხვა ახალი ამბები: