ნინო ბურჯანაძე საკუთარ პარტიაში “მოღალატე-გამყიდველების” გამოვლენას აპირებს

0

“ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სამწუხაროდ, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, პარტიის მიერ წარგზავნილი კომისიის წევრები გაიყიდნენ.

“ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ. მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც უღალატა ჩვენს პარტიას და ქვეყანას იმიტომ, რომ ქვეყნის ინტერესებში შედიოდა ის, რომ ჩვენ მოვსულიყავით ხელისუფლებაში. პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ვატარებთ მოკვლევას და ყველას გამოვავლენთ ვინც უღალატა იმ ხალხს, რომლებმაც შემოხაზეს სამი ნომერი.

ყველას გამოგავლენთ, ვინც უღალატა 26 მაისს ნაცემ-ნაგვემ გაუბედურებულ და მერე ფეხზე წამომდგარ ადამიანებს. გამოგავლენთ და გპირდებით – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, მართლა კაპიკებს ვითვლიდით ბანერების, პლაკატების და ბუკლეტების დაბეჭდვაში და გაკვრაში, ჩვენ დავბეჭდავთ თქვენს სურათებს პლაკატებზე წარწერით “მოღალატე-გამყიდველი“ და ამ ფოტოებს ყველა იხილავს ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში. გპირდებით, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში გამყიდველობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია ,,კავკასიის“ პირდაპირ ეთერში, დავით აქუბარდიასთან – სტუდია “სპექტრში“ სტუმრობისას.

სხვა ახალი ამბები: