ნინო ბურჯანაძის პარტიიდან წასული აქტივისტები “ქართულ ოცნებაში” წევრიანდებიან

0

აბაშაში რამდენიმე წუთში ნინო ბურჯანაძის პარტიის “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” უკვე ყოფილი წევრები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. როგორც smo news-თან პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, ისინი ტოვებენ პარტიას და მმართველ პარტიას “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგებში ერთიანდებიან.

“ჩვენ საჭიროდ ვთვლით, რომ ახლა სწორედ “ქართული ოცნების” გვერდით დავდგეთ. ნინო ბურჯანაძის პარტია არ არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება. ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც საქართველოა”-აცხადებენ პარტიიდან წასული აქტივისტები.

ცნობისათვის, დღეს თავად პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე სამეგრელოში იმყოფება. მას ხალხთან შეხვედრები ჰქონდა ჩანიშნული აბაშაში, მარტვილსა და წალენჯიხაში. დაგეგმილი შეხვედრები პარტიის ლიდერმა ჯერჯერობით უცნობი მიზეზით ხვალამდე გადადო.

სხვა ახალი ამბები: