ნინო ჩხეიძემ ახალი ალბომი ჩაწერა

0

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ რიგით 13-ე ალბომი ჩაწერა. ალბომში 10 ახალი სიმღერაა შესული. მომღერლის თქმით, ახალი სიმღერები სპეციალურად მისთვისაა დაწერილი. გარდა ამისა, ალბომში იქნება ასევე რამდენიმე ძველი ქალაქური სიმღერა ახლებული ინტეპრეტაციით, რომელიც აქამდე მის რეპერტუარში არ ყოფილა.

“ალბომში შესულ ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპის გადაღებას ვაპირებ, რომელშიც ყველა ჩემს თაყვანისმცემელს შეეძლება მონაწილეობა, ვინც საკუთარ ფოტოს გამოაგზავნის. კლიპი უკვე მიმდინარე თვეში იქნება მზად”, – აცხადებს მომღერალი.