ნინო ვიბლიანი – მთელი ჭუბერის ხეობა ამ დროისთვის გარესამყაროს არის მოწყვეტილი

0

“ამ დროისთვის წყლის დონემ ოდნავ დაიწია, თუმცა ჭუბერი და მასში შემავალი ათივე თემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი”-აცხადებს სატელეფონო საუბრისას ჭუბერის გამგებელი ნინო ვიბლიანი.

მისი განცხადებით, მოსახლეობასთან კონტაქტს მხოლოდ სატელეფონო საუბრების მეშვეობით ახერხებს, რადგან გარეთ გასვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

Zveřejnil(a) Nino Vibliani dne Čtvrtek 5. červenec 2018

“მთელი ჭუბერის ხეობა ამ დროისთვის გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ამ დრომდე მოსახლეობასთან მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციას ვახერხებ, რადგან აქ ძალიან რთული სიტუაციაა შექმნილი. დღეს დილით თავად ადგილობრივებმა შენიშნეს წყლის დონის მატება, რის შემდეგაც მათი ევაკუაცია განხორციელდა. ჯერჯერობით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის,-აცხადებს ჭუბერის გამგებელი, ნინო ვიბლიანი.