ნოდარ ჩიქოვანი – წარმატებული პროექტები რეგიონში

0

9 ივნისს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკმა პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მესამე ბიზნეს-კონფერენცია გამართა თემით „ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში“. MEETING ROOM-ის მესამე შეხვედრა მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული და ამ სფეროთი დაინტერესებული მხარეების შეკრებას.

კონფერენციაზე განხილული იყო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუცილებელი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო ხედვა, ეფექტური ჰოსპიტალური პროცესების დანერგვა და განვითარება დინამიურ ჯანდაცვის სისტემაში, კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯანდაცვის წარმატებული პროექტები რეგიონში, ჯანდაცვის სექტორში პროექტების დაფინანსება და სხვა აქტუალური საკითხები.

ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრეს შემდეგმა სპიკერებმა: ქეთევან გოგინაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსიდავით ვახტანგიშვილი – სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური მიმართულებით ანა ქურხული – ვივო მედიქალ ჯგუფის ფინანსური დირექტორი ბესიკ ფესტვენიძე – ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი, ნოდარ ჩიქოვანი – სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ფინანსური დირექტორი, გოგა ჯაფარიძე – პაშა ბანკის კომერციული დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი ფორუმის მოდერატორი იყო გიორგი შარაშიძე, Georgia Today Group-ის გენერალური დირექტორი.

სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ფინანსურმა დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა ისაუბრა ჯანდაცვის ვერტიკალური პროგრამების განხორციელების შესახებ სამეგრელოს რეგიონში, წარმოადგინა სამედიცინო კორპორაცია პრაიმედის ქსელში შემავალ კლინიკებში წარმატებულად განხორციელებული პროექტები და ისაუბრა ქსელის განვითარების სამომავლო გეგმებზე, რამაც დაინტერესება გამოიწვია უცხოელი ინვესტორების მხრიდან.

სხვა ახალი ამბები: